პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პერმიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის.
ევროპარლამენტმა იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან სავარაუდო კავშირში მყოფი პირების ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არშეშვების შეთავაზებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მოიწონა - ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის საფუძველზე დანიშნული პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, 2012 წლის 7 ნოემბრისთვის გადადო.
ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი ისრაელში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს. ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით დღეს 70-ზე მეტი ბომბი გაისროლეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია „პიკს“ შორის დისკუსიებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი გუნდის წევრების მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე კანონის მოთხოვნების შესაბამისი მკაცრი რეაქცია ექნება.
კომპანია „თელასის“ პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ ღონიაშვილი კომპანიის კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით, მეორე დღეა შიმშილობს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ფუნქცია კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისგაცემაა.
მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს რიყეზე მდებარე მშვიდობის ხიდის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დანგრევას და ამ საკითხზე დედაქალაქის მაცხოვრებლების გამოკითხვას გეგმავს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველის პოზიციაზე თამარ გურჩიანის დამტკიცებას სთხოვენ. შესაბამისი მიმართვა ორგანიზაციებმა დღეს გაავრცელეს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ გეგმავს მთავრობის კანცელარიაში მისთვის განკუთვნილი კაბინეტი დაიკავოს და პარალელურად, მთავრობის წევრებთან თათბირები საკუთარ ბიზნეს-ცენტრში გამართოს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს თავი დაანებოს „სიცრუეზე დაყრდნობილ ბრალდებებს“, რადგან მისი თქმით, ახალ მთავრობას რეალური საკრიტიკოც ბევრი ექნება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა, შესაძლოა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა არმაზ ახვლედიანმა დაიკავოს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანია, რომელსაც არ შეიძლება ქვეყანა ანდო.