ევროპარლამენტმა იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან სავარაუდო კავშირში მყოფი პირების ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არშეშვების შეთავაზებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მოიწონა - ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დოკუმენტი, ასევე, შეიცავს მოწოდებას რიგი რუსი ჩინოვნიკისათვის ევროპაში საბანკო აქტივების გაყინვის შესახებ.
ევროპარლამენტის წევრი დეპუტატების აზრით, მაგნიტსკის დაკავება, პირობები, რომელშიც მას ამყოფებდნენ და მისი სიკვდილი, ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი რუსეთის უპატივცემულობას მოწმობს.
ასევე, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ მაგნიტსკის სიკვდილის შემდგომ წარმოებული სასამართლო პროცედურა „არის ეროვნული და საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აშკარად მიუთითებს რუსეთის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცუდ ფუნქციონირებაზე“.
სერგეი მაგნიტსკი მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა.

















