logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნუგზარ წიკლაური - ივანიშვილი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანია
ნუგზარ წიკლაური - ივანიშვილი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანია
15:22 24.10.2012
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანია, რომელსაც არ შეიძლება ქვეყანა ანდო.

ამის შესახებ წიკლაურმა დღეს უმცირესობის სხდომაზე, ივანიშვილის მიერ მთავრობის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.

„დღეში რამდენჯერ იცვლით პოზიციას? ჯერ ამბობდით, რომ პირველი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრებოდით და მერე აღმოჩნდა, რომ ევროპაში; გადასახადები ელვისებურად დაიწევდა და საპროცენტო განაკვეთი 1-3% -ის ფარგლებში იქნებოდა, ხოლო ახლა თურმე ასე არ ყოფილა; ვერც ერთ დაპირების შესრულების თარიღს ვერ ასახელებთ“ - განაცხადა წიკლაურმა.

მისი თქმით, საქართველო ივანიშვილის გასართობი არ არის და მას არ მიეცემა იმის საშუალება, რომ ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს, საიდანაც თავად 9 წლის წინ ჩამოვიდა.

„საქართველო რუსეთი არ გახდება. გქონდეთ იმედი, რომ ქართული ელიტა არნახულ შეკავშირებას მოახერხებს იმისთვის, რომ თქვენი ამ ტიპის გეგმები არ განგახორციელებინოთ“ - განაცხადა წიკლაურმა.

საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილმა წიკლაურის განცხადებას დემაგოგია უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ასეთი მიდგომა არ შეიცვლება, უმცირესობის დემაგოგიას გასავალი აღარ ექნება.

ამასთანავე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის ყოველთვის იქნება რეალისტი და არ გაიმეორებს ფასადურ დაპირებებს.

„იმ ფასადურმა რეფორმებმა, რითაც ეს ხელისუფლება ტრაბახობს, ძალიან ხშირად შეცდომაში შეიყვანა მსოფლიო ინსტიტუტები და რაღაც რეიტინგებიც მიიღეს. ჩვენ მოვახერხებთ, რომ საზოგადოება სიცრუიდან ამოვიდეს, და ყოველთვის რეალისტები ვიქნებით“ - განაცხადა ივანიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა