პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ გეგმავს მთავრობის კანცელარიაში მისთვის განკუთვნილი კაბინეტი დაიკავოს და პარალელურად, მთავრობის წევრებთან თათბირები საკუთარ ბიზნეს-ცენტრში გამართოს.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს საპარალმენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესცენტრი არ არის მისი სახლი და ის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ თათბირები ზოგჯერ სწორედ იქ გაიმართოს.
ივანიშვილმა დააკონკრეტა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი ბიზნესცენტრიდან 50 მეტრში მდებარეობს და უმცირესობის წევრს ირმა ნადირაშვილს, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა, შესთავაზა ეწვიოს მას და გადაამოწმოს ნათქვამი.

















