logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის თავმჯდომარეს ალექსი პუშკოვს ესაუბრება. საუბრის მთავარი თემაა რუსეთის დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან: როგორ შეიძლება მათი შენარჩუნება რუსეთის ორბიტაზე, ან მათი მიზიდვა რუსეთის გავლენის სფეროში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

ალექსი პუშკოვი: არასწორი, სრულიად მიუღებელია იმის თქმა, რომ „სომხები არასაიმედონი არიან“, „ქართველები ცუდად იქცევიან“, „აზერბაიჯანელები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ“, „უკრაინელები თავხედობენ“, „მოლდაველები ხომ საერთოდ...“ და ა.შ. ეს სუფთა ემოციური მიდგომაა. ანალიტიკური მიდგომა კი ასეთია: პოსტსაბჭოთა ქვეყნებს თავიანთი ინტერესები აქვთ. ვფიქრობ, რომ მათგან ბელარუსისა და ყაზახეთის ინტერტესები რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საკმაოდ ბევრ საკითხში ემთხვევა. უზბეკეთის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის ინტერესებიც ჩვენთან ახლოსაა. ასე ითქმის აზერბაიჯანზეც - იმიტომ, რომ აზერბაიჯანს არ სურს თურქეთის დანამატად გადაიქცეს. აზერბაიჯანს ასევე არ სურს, რომ თავისთანაც ფერადი რევოლუცია მოხდეს, რის განხორციელებასაც ამერიკა ცდილობს. ჩვენ ამ მხრივ ბაქოსათვის გარანტები ვართ. ეს ითქმის თურქეთთანაც მიმართებით. საკითხს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ...

და საერთოდ, რატომ ველოდებით ავტომატურ სიყვარულს? რატომ გვჯერა, რომ ყველას უნდა ვუყვარდეთ? არ გვჭირდება ასეთი მიდგომა. სიყვარული უნდა გამოვზარდოთ, უნდა დავიმსახუროთ. საჭიროა ახალგაზრდები მოვიწვიოთ სასწავლებლად და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სახსრები დავხარჯოთ. ისე კი არა, როგორც ახლაა - სულ 150 სტუდენტი რომ სწავლობს ჩვენი [ოფიციალური] მოწვევით ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. აბა, რამდენ ახალგაზრდას იწვევს თავისთან აშშ? იცით, იქ რამდენი გრანტია? უამრავი. ჩვენ კი ვჩივივართ, ფული არ გვაქვსო... არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რაზე იფლანგება ამდენი ფული და ვის ჯიბეებში მიდის... და მერე ვამბობთ - სად ქრება ფულიო...

- ალექსი კონსტანტინოვიჩ, თქვენ ოპტიმისტი ბრძანდებით...

- არა, მე ოპტიმისტი არ ვარ. უბრალოდ ვთვლი, რომ სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ და კიდეც განვამტკიცოთ ჩვენი პოზიციები. თუმცა ჯერ ის უნდა ვიცოდეთ, რას და რატომ ვაკეთებთ. მახსოვს, თავის დროზე ბორის ნიკოლაევიჩს [ელცინს] კითხვა დაუსვეს - სად წავიდა ის 750 მილიონი დოლარი, ჩეჩნეთს რომ მივეცითო. პრეზიდენტმა პირდაპირ უპასუხა - ეშმაკმა იცის, სად გაქრაო. არადა, პრეზიდენტი საქმის კურსში უნდა იყოს ასეთი საკითხებზე. არ მომწონს ისეთი მიდგომები, როცა ამბობენ - „ჩვენ ფული არ გვაქვს“. რას ჰქვია - არ გვაქვს? აბა, შეამოწმეთ, რაში, როგორ და რა მიზნით იხარჯება თანხები? ყველა ხარჯი განა გამართლებულია? რაც შეეხება თქვენს ნათქვამს რუსეთის მაგნიტივით მიზიდულებზე....

- დიახ, ვთქვი, რომ...

- შეხედეთ - სომხეთის ხელისუფლებაში მოვიდა ნიკოლ ფაშინიანი. მას მთავრობაში პროდასავლური მინისტრები ჰყავს, რომლებსაც ევროკავშირთან და აშშ-სთან დაახლოება სურთ. რას ნიშნავს ეს? გვშორდება სომხეთი? რუსეთთან ალიანსზე უარს აცხადებს? არ აცხადებს. მიდის „ოდკბ“-დან (კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების ორგანიზაცია)? არ მიდის. და ვფიქრობ, რომ არც არასდროს არ წავა, სანამ მას მეზობლად ერთი მხრივ თურქეთი ეყოლება, მეორე მხრივ კი - აღმოსავლეთიდან [თურქეთის მოკავშირე და სომხეთის მტერი] აზერბაიჯანი. ერევანი ისეთ გეოპოლიტიკურ მარწუხებშია მოქცეული, რომ მის უსაფრთხოებას, რუსეთის გარდა, ვერავინ ვერ უზრუნველყოფს. მე ვფიქრობ, რომ ამ რეალობას პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კარგად აცნობიერებს. სხვა საქმეა, რომ სომხები დაინტერესებულები არიან დასავლური ინვესტიციების მიზიდვით, დასავლური ტექნოლოგიებით... არის თუ არა ამაში ჩვენთვის საფრთხე? დიახ, არის!

- და რა საფრთხე გაქვთ მხედველობაში?

- ჩვენ კონკურენციაში ვართ ჩაბმული სხვა „მაგნიტებთან“ - ისინიც ცდილობენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიზიდვას. ჩვენ ხომ ერთადერთი „მაგნიტი“არ ვართ მსოფლიოში. შუააზიური ქვეყნებისათვის ასეთ მიმზიდველ სახელმწიფო-„მაგნიტს“ ჩინეთი წარმოადგენს. აღმოსავლეთევროპელი ექს-საბჭოელებისათვის - ევროკავშირი, ამერიკელები კი ყველგან აქტიურობენ. დიახ, ჩვენ კონკურენციის პირობებში ვიმყოფებით, მსხვილ და მნიშვნელოვან „მაგნიტებს“ შორის. ჩვენ ეს კონკურენცია უნდა ავიტანოთ. როცა მე ვამბობ ხოლმე, რომ რუსეთი ძველებურად რჩება მიზიდულობის ცენტრად-მეთქი, მე ამით იმის ალიბს არ ვქმნი, რომ ყველაფერი თავისთავად ხდება და ხელისუფლებამ არაფერი არ უნდა გააკეთოს.

- ესე იგი, მაგნიტის მიზიდულობა უნდა გავაძლიეროთ? რა გავუშვათ მასში - დენი თუ გაზი?

- ყველაფერი შეიძლება... დიახ, მათ შორის გაზიც. ჩვენს გაზს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვებისთვის, ჩვენს ინვენსიტიებს... იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს სამხედრო ყოფნაზეც: ვთქვათ, ტაჯიკეთში. ჩვენი ჯარები იქ მხოლოდ ჩვენი ინტერესებისთვის კი არ არის, არამედ ტაჯიკეთის ინტერესების დასახავადაც. ასევე ითქმის სომხეთზეც, სადაც ჩვენ სამხედრო ბაზა გვაქვს. ჩვენ სომხების უსაფრთხოებას ვუზრუნველვყოფთ. ეს ის ფაქტორია, რომელზეც ნიკოლ ფაშინიანი უარს ვერ იტყვის, როგორი პროდასავლურიც არ უინდა იყოს პრემიერი.

მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები, იგივე სომხეთთან, მაინც იქნება. ისინი ხომ დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. ჩვენ ვეღარ ჩავთვლით მათ მორჩილ და უდრტვინველ სატელიტებად, როგორც ადრე ვექცეოდით. მორჩა, ის დრო უკვე წავიდა.

- ჩვენ ხომ დიდი იმედები გვქონდა სომხეთისა და საქართველოს მიმართ?

- საქართველოსთან დაკავშირებით, მე მგონი, მაინცდამაინც განსაკუთრებული იმედები არავის ჰქონდა. ვფიქრობ, მიზეზი გასაგებია: 1992 წელს აფხაზეთი ჩვენ დახმარებას გვთხოვდა. ომი ქართველებმა წამოიწყეს. ომში სამი ათასამდე აფხაზი დაიღუპა. აფხაზები სულ 120 ათასია და ყოველ ოჯახიდან თითო ადამიანია მოკლული. მე ვერ წარმომიდგენია აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება. ასეთი ომის შემდეგ დაბრუნება შეუძლებელია. დახმარებას გვთხოვდა სამხრეთ ოსეთიც. ჩვენ დავეხმარეთ და ორივე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვაღიარეთ. ეს ყველაფერი საქართველოსთან [პოლიტიკური] ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს ფარავს.


დიახ, რუსი ტურისტები საქართველოში დადიან. მათ მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულება კარგია. თბილისმა უვიზო რეჟიმიც კი დააწესა. იმიტომ, რომ რუსეთი საქართველოსთვის ტურისტების ერთ-ერთ ძირითად და მთავარ წყაროს წარმოადგენს.

- სომხეთი? შეიძლება სომხეთს არასწორად ვკვებავთ?

- ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ისინი ადრე საბჭოთა რესპუბლიკები იყვნენ, ანუ „ჩვენიანებად“ ვთვლით და ამგვარი შეგრძნება ვერანაირად ვერ მოვიცილეთ ბორის ელცინის გარემოცვამ თავის დროზე ძალიან უცნაური წარმოდგენები მოგვახვია - ბურბულისის, კოზირევის, გაიდარის ტიპის ადამიანებმა. მათ მაშინდელი პრეზიდენტი დაარწმუნეს იმაში, რომ „ისინი ჩვენგან ვერსად ვერ წავლენ, ამას ვერ გაბედავენო“. იმიტომ, რომ „ჩვენზე ძალიან არიან დამოკიდებულებიო“. იყო ასეთი ფორმულა 1990-იან წლებში, იმ ტიპების მიერ შედგენილი და ბორის ელცინმაც დაიჯერა. მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი ხომ მაინც დამოუკიდებლები იყვნენ და არიან? მათ ჰყავთ თავიანთი ელიტები, აქვთ ინტერესები, არიან ბიზნესმენები. მათთან ძალზე აქტიურად კონტაქტობენ ამერიკელები, ევროკავშირი... შუააზიელებთან კი ჩინეთი. იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ მოსკოვიდან ტელეფონის ნომერს ავკრეფთ, მათ დავურეკავთ და ვუკარნახებთ, როგორ უნდა იმოქმედონ? ვიმეორებ, ის დრო უკვე წავიდა. ჩვენ მათთან დამოკიდებულებაში წინ კიდევ გველოდება პრობლემები. ახლა ამბობენ, რომ ამერიკელები მაგარ პოლიტიკას ატარებენო. რა იგულისხმება ამ „მაგარ პოლიტიკაში“? ის, რომ აშშ და ევროკავშირი ერთმანეთს უპირისპირდებიან? ის, რომ ანგელა მერკელი საჯაროდ „უცხადებს საყვედურს“ დონალდ ტრამპს [მიუნხენის კონფერენციაზე]?

- მოლდოვაზე რას იტყვით?

- იქ ორხელისუფლებიანობაა...

- იქაც ხომ არიან ჩვენებურები...

- არიან ჩვენებურებიც, მაგრამ ისეთებიც, რომლებიც რუმინეთზე ორიენტირებულები არიან.

- და ძალიან ბევრნია „ისეთები“?

- საკმაოდ ბევრი.

- რუსეთი მოლდოვას მიმართ ყველაფერს სწორად აკეთებს?

- მე ვთვლი, რომ ჩვენ აბსოლუტურად სწორად გავაკეთეთ, როცა დნესტრისპირეთის მოსახლეობას დავეხმარეთ. სწორია, რომ იქ ჩვენი მშვიდობისმყოფლები არიან. ისინი უკვე 25 წელია მშვიდობას იცავენ. ვფიქრობ, რომ სწორია, როცა ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ იგორ დოდონს. ჩვენ ამით ვაჩვენებთ მოლდოვას, რომ მის მიმართ გარკვეული ინტერესი გვაქვს, ურთიერთობის გასაღრმავებლად.

- მოლდოვა დასავლეთისაკენ ისწრაფვის, ჩვენ კი მას ხორბალს ისევ ვაწვდით...

- მე ასე ვიტყოდი: როცა რომელიმე ქვეყანას აითვალწუნებ და მას ყველანაირ ბოიკოტს უცხადებ, რაღაცეებს უკრძალავ, ის ალტერნატივას იპოვის.

- ესე იგი, ასეთ ქვეყნებს საჭმელი არ უნდა მოვაკლოთ?

- მე არ ვამბობ, რომ უნდა ვკვებოთ. მე ვთქვი, რომ უნდა ჩავდოთ ინვესტიციები, უნდა მივიზიდოთ, უნდა დავეხმაროთ კულტურის შენარჩუნება-განვიტარებაში. უნდა გვქონდეს კარგი პირადული ურთიერთობებიც. სახელმწიფოებთან მუშაობაა საჭირო და არა იმის ლოდინი, რომ ისინი ავტომატურად შეგვიყვარებენ. საერთაშორისო არენაზე ავტომატური სიყვარულის ადგილი არ არის. როცა ამბობენ - აი, ამერიკელები უყვართო... ამერიკელები იმიტომ უყვართ, რომ ისინი ფულით მიდიან და ეკონომიკაში დებენ. ისეც ხდება, რომ თვითონ ამერიკელები არ უყვართ, მაგრამ ფული თავის საქმეს მაინც აკეთებს.

ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში მკაფიო პოლიტიკა უნდა გავატაროთ, მკაფიო მიზნებით და ინვესტიციებით. ვფიქრობ, მათ სწორედ ასეთ შემთხვევაში მივიზიდავთ მათ და მათი მხრიდანაც ჩვენს მიმართ უკეთესი დამოკიდებულება იქნება.





წყარო: «Комсомольская правда» (რუსეთი)



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა