დედაქალაქის რამდენიმე ქუჩასა და დაწესებულებას ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14:00 საათამდე დაბა წყნეთს, კერძოდ, წყნეთის გზატკეცილს, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 10-დან 16:00 საათამდე გორგასლის და ორთაჭალის ქუჩებს, ნიკოლაძის, შიო მღვიმელის და ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩებს და გლდანის V მიკრორაიონს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 17:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირს, ვაჟა-ფშაველას VII კვარტალს, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტალს და ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტალს შეეხება.
ენერგომომარაგება 10-დან 18:00 საათამდე ცოტნე დადიანის, მუხრანის, დეპოს, ჭყონდიდელის, წერონისის, გომარეთის, ბახმაროს და ჟღენტის ქუჩებს არ მიეწოდება.
11-დან 12:00 საათამდე შუქი აღმაშენებლის ხეივნის მე-6, მე-9, მე-10, მე-12, მე-13 კილომეტრს, დიღმის მასივის II კვარტალს, ვაშლიჯვრის დასახლებას და ლუბლიანას ქუჩას, ხოლო 11-დან 18:00 საათამდე ტაბახმელას აბონენტებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 13-დან 14:00 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლებს, გელოვანის გამზირს, ვაშლიჯვრის დასახლებას, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩებს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელეტროენერგიის მიწოდება საქალაქო სასამართლოს, სასტუმრო „უშბას“, ტელეკომპანია „იმედს“, „ტოიოტას“ ცენტრს, ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ქირურგიულ, თერაპიულ, მორფოლოგიის და ბოტანიკის ინსტიტუტებს, ქარხანა „მიონს“, ქარხანა „ზარაფხანას“, ბეტონის ქარხანას და დაცვის პოლიციას შეუწყდება.

















