პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ამ წუთებში „ქართული ოცნების“
აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებთან კონსულტაციებს მართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე რამდენიმე კანდიდატურის შესახებ იმსჯელებენ.
რაც შეეხება იმას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს თუ არა პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი, დუმბაძემ ინფორმაციის დადასტურებისაგან თავი შეკავა და განაცხადა, რომ რამდენიმე წუთში ცნობილი გახდება, თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.
არსებული ინფორმაციით, კონსულტაციები დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილი მიღებეულ გადაწყებილებას მედიას გააცნობს.
გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული პოსტი კოალიციამ ახვლედიანს შესთავაზა, დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა.
ინფორმაცია ჟურნალისტებს ახვლედიანმაც დაუდასტურა და განმარტა, რომ შეთავაზებულ წინადადებაზე თანახმაა.
ახვლედიანი პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი იყო.

















