მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს რიყეზე მდებარე მშვიდობის ხიდის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დანგრევას და ამ საკითხზე დედაქალაქის მაცხოვრებლების გამოკითხვას გეგმავს.
მისი თქმით, შუშის ხიდის დასაბალანსებლად პრეზიდენტი სააკაშვილი რიყეზე კიდევ ორ საშინელ შენობას აშენებს, რომელიც მისი შეფასებით, ზარბაზნის ლულას ჰგავს.
„ამ პროექტის განხორციელება ოდესღაც მე მინდოდა. მინდოდა რიყეზე მუსკომედიის თეატრის აშენება. მაგრამ ვნახე, რომ ცდომილება იყო და არ იყო დაცული პროპორციები, ეს არქიტექტორებმა დაადგინეს. ქალაქიდან გამომიგზავნეს ნახატი და არა ნახაზი. როდესაც დახმარება მთხოვეს მომეწონა, მაგრამ ვუთხარი, რომ მისი განხორციელება არ შეიძლებოდა, მაგრამ თქვენი ლიდერი არ ჩერდება“ - განაცხადა ივანიშვილმა დღეს პარლამენტის უმცირესობასთან შეხვედრისას.

















