აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა, შესაძლოა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა არმაზ ახვლედიანმა დაიკავოს.
გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული პოსტი კოალიციამ ახვლედიანს შესთავაზა, დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ინფორმაცია ჟურნალისტებს ახვლედიანმაც დაუდასტურა და განმარტა, რომ შეთავაზებულ წინადადებაზე თანახმაა.

















