ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი ისრაელში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს. ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით დღეს 70-ზე მეტი ბომბი გაისროლეს.
ფუქსის განცხადებით, მშვიდობიან მოსახლეობაზე მსგავს თავდასმას არცერთი ქვეყანა არ შეეგუება.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი მოქალაქე. ორი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რამდენიმე ჭურვი საცხოვრებელ სახლებს დაეცა. სამი რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. საფრთხის გამო, ღაზას სექტორში გამშვები პუნქტები ჩაიკეტა.
საპასუხოდ, ისრაელის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთში ტერორისტული ორგანიზაციების სამიზნეები დაბომბეს.
23 ოქტომბერს ისრაელის შეიარაღებული ძალების ოფიცერი დამცავ ღობესთან პატრულირებისას მძიმედ დაიჭრა, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა კარიბჭესთან დამონტაჟებული ბომბი ააფეთქეს. იმავე ღამით ისრაელის თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში ყუმბარმტყორცნი გაანადგურეს.

















