logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საია - საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „პიკის“ ფინანსების ხარჯვის მიზანშეწონილობით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს
საია - საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „პიკის“ ფინანსების ხარჯვის მიზანშეწონილობით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს
17:38 24.10.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია „პიკს“ შორის დისკუსიებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ტელეკომპანია „პიკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღეისთვის „პიკის“ ჟურნალისტები ვერ ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას. ტელეკომპანიის კუთვნილ სიხშირეზე გადის მათ მიერ წინა პერიოდში მომზადებული მასალა. დაინტერესებულ საზოგადოებას კი არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს მიმდინარე პროცესების თაობაზე განახლებული ინფორმაცია „პიკის“ მეშვეობით.

ამასთან, საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 იანვარს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შპს ტელეკომპანია „პიკს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #3-1-ის თანახმად, „პიკი“ ვალდებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი (პირველი კავკასიური) უზრუნველყოს რუსულენოვანი ტელეპროდუქციით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციით, 2012 წლის 13 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში გამოხატული მდუმარე პროტესტით, ასევე სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე აწევით ტელეკომპანია „პიკ“-მა უხეშად დაარღვია ხელშეკრულება.

საია-ს ცნობით, ირკვევა, რომ აღნიშნულის თაობაზე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა 16 ოქტომბერს აცნობა „პიკის“ ხელმძღვანელობას. ამავე დროს „პიკის“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე ფარულავას კორესპონდენციით დგინდება, რომ სწორედ ტელეკომპანია „პიკის“ მოთხოვნით შეჩერდა სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეებს შორის.

საია-ს მედიის სამართლებრივ დაცვის ცენტრში მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოქვეყნებული დოკუმენტები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე ტელეკომპანია „პიკის“ ხელმძღვანელობის მიმართ.

ორგანიზაციის ცნობით, გაურკვევლობის ფონზე იქმნება საშიშროება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეძლებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ვალდებულებების განხორციელებას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ზ“ და „თ“ პუნქტების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ეთერის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესით. ამავე დროს, პროგრამებში უნდა ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება.

საია-ს განმარტებით, გასათვალისწინებელია ისიც, ტომ „პიკსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ურთიერთობის გამწვავება უკავშირდება ფინანსურ საკითხებსაც, რითაც აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესედეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდეს მხარეთა მიერ სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის მიზანშეწონილობით. ამავე დროს სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ასევე, ტელეკომპანია „პიკის“ ხელმძღვანელობამ მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ რუსულენოვანი არხის თაობაზე წარმოქმნილ გაუგებრობაში“ - აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, მხარეებმა მაუწყებლობის შეფერხების გარეშე მოაგვარონ ურთიერთობები, იმგვარად, რომ არ მოხდეს მაყურებლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა.

ტელეკომპანია „პიკის“ საქმიანობა 2012 წლის 12 ოქტომბრიდან შეფერხდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა