პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნულების“ დაუზუსტებელი ინფორმაციით, გუშინ, ქუთაისში, მშენებარე პარლამენტის დამხმარე შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად არა ერთი, არამედ სამი ადამიანი გარდაიცვალა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტების“ ეთერში, ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ საკითხს განმარტავს.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ალექსანდრე ბარამიძე და შალვა თადუმაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სუბიექტურობასა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ.
სამართალდამცავების მიერ „ქართული ოცნების“ აქტივისტების - მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელისა და გრიგოლ ამბროლაძის დაკავების ფაქტი სააკაშვილის „რეჟიმის დიქტატურისა და ფაშიზმის გამოვლინებაა“.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება და საატესტატო გამოცდებისთვის სასელექციო ფუნქციის მინიჭება მისაღებია.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ თბილისში #1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიასა და ქუთაისში პარლამენტის მშენებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობების ჩამონგრევით გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს ბანკმა“ ხუთი ახალი ექსპრეს სერვისცენტრი გახსნა. როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს ბანკიდან აცნობეს, ახალი ექსპრეს სერვისცენტრები მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას შესთავაზებს.
პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პროტესტის ნიშნად, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვა, რადგან მისმა ინიციატივამ – პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის შესახებ, სხდომაზე მმართველი გუნდის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა ოგბაიძე მიკროავტობუსებში რადიომიმღებების სმენის აკრძალვის გადაწყვეტილებას, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიღების უფლების წართმევად აფასებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას იწონებს, რომელიც ეროვნული გამოცდების გაუქმებას და 8+1 მოდელის დანერგვას გულისხმობს.
საქართველოს ხელისუფლებას არ შეეძლო „იუნესკოს“ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომლის თანახმად, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2014 წლისთვის უნდა დაწყებულიყო. ამის შესახებ დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლო კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მომზადებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს განიხილავს.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ქუთაისში, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავების ფაქტს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებულ ანგარიშსწორების მაგალითად აფასებს.
კონტროლის პალატა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის განხილვა 11 ივნისისთვის გადაიდო.