logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
შალვა თადუმაძე - ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, 75 მლნ ლარით დაჯარიმდეს
შალვა თადუმაძე - ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, 75 მლნ ლარით დაჯარიმდეს
17:33 08.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ალექსანდრე ბარამიძე და შალვა თადუმაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სუბიექტურობასა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ.

დღეს საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის განხილვა დაიწყო. კონტროლის პალატა ივანიშვილს კომპანიების „ბურჯის“ და ,,ელიტა ბურჯის“ რესურსების გამოყენებაში, კერძოდ, 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიან ფასებში მომსახურებაში ადანაშაულებს, რასაც კონტროლის პალატის ბრალდებით, ივანიშვილი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.

სასამართლო სხდომა 11 ივნისს გაიმართება.

დაცვის მხარემ სხდომაზე მოსამართლის ნანა დარასელიას აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

როგორც თადუმაძემ განაცხადა, სასამართლომ სამართლიანობის პრინციპი დაარღვია და კონტროლის პალატას მტკიცებულებებთან დაკავშირებით მეტი შესაძლებლობა მისცა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ მხარეს მტკიცებულებების მოსაძიებლად მხოლოდ რამდენიმე საათი ჰქონდა, რადგან ადვოკატებს საქმის მასალები მხოლოდ გუშინ ჩაბარდათ.

ადვოკატების მტკიცებით, კონტროლის პალატის ბრალდება, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური მიზნებისთვის სხვადასხვა კომპანიის რესურსს იყენებს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მათივე თქმით, ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„მიუხედავად ამისა, კონტროლის პალატა დაჟინებით აცხადებს, რომ ივანიშვილი ხარჯავს თანხებს, თუმცა, ვერ უთითებს რა თანხას და რა მიმართულებით ხარჯავს. რაც შეეხება „ბურჯთან“ და ელიტა ბურჯთან“ მის კავშირს, არ არსებობს იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ კომპანიებში წილს ფლობს“ - განაცხადა თადუმაძემ.

მისი თქმით, კონტროლის პალატა არ ასახელებს თანხას, რასაც საერთო ჯამში მოითხოვს, თუმცა, მისივე თქმით, ის სავარაუდოდ, ხუთმაგი ოდენობით განისაზღვრება და 75 მილიონ ლარს შეადგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა