თბილისის საქალაქო სასამართლო კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მომზადებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს განიხილავს.
სასამართლო სხდომაზე კონტროლის პალატა ივანიშვილს კომპანიების „ბურჯის“ და ,,ელიტა ბურჯის“ რესურსების გამოყენებაში, კერძოდ, 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიან ფასებში მომსახურებაში.
კონტროლის პალატის განცხადებით, მონიტორინგის პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტები დასტურდება.
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ კონტროლის პალატის ამ განცხადებას არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევად მიიჩნევენ.
სასამართლოს სხდომას კონტროლის პალატის მხრიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ამირანაშვილი ესწრება.
„ქართული ოცნების“ უფლებებს იცავენ ადვოკატები ალექსანდრე ბარამიძე და შალვა თადუმაძე.

















