პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა ოგბაიძე მიკროავტობუსებში რადიომიმღებების სმენის აკრძალვის გადაწყვეტილებას, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიღების უფლების წართმევად აფასებს.
როგორც შალვა ოგბაიძის განცხადებაშია ნათქვამი, სამარშრუტი მიკროავტობუსებში საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობას კიდევ ერთი მზაკვრული ხრიკი მოახვია თავს.
„ხელისუფლება ფიქრობს, რომ შეძლებს საზოგადოება ვირტუალურ სამყაროში კიდევ დიდი ხნით ამყოფოს. აკრძალვები, როგორც წესი ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს და მას დემოკრატიულ პროცესებთან საერთო არაფერი აქვს“ - აცხადებს შალვა ოგბაიძე.
მისი თქმით, ანალოგიური აკრძალვები ხელისუფლებას ბუმერანგივით მოუბრუნდება და ქართველი ხალხი მას შესაბამის განაჩენს გამოუტანს.

















