საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ხვალ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ჟურნალ „ქაროზის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.