პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური ხვალ კოალიციის მიერ ქუთაისში დაგეგმილი აქციის დროს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს,
თუმცა, უცხოელი ჟურნალისტების მხრიდან, დიდი ინტერესიდან გამომდინარე მსგავს ქმედებებს არ ელის.
ძიძიგურის განმარტებით, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება ქუთაისში, მთელი იმერეთის მონაწილეობით არასდროს ყოფილა.
მისი თქმით, ხვალ აქციის მონაწილეები დავით აღმაშენებლის ძეგლთან, ე.წ. ბალახვნის ასსაფეხურიან კიბეებთან შეიკრიბებიან.
„ბიძინა ივანიშვილი მთელი იმერეთის მოსახლეობას შეხვდება. სააკაშვილს ჰგონია, რომ მას რეგიონების მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ხვალ დავუმტკიცებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მთელი საქართველოს მხარდაჭერა აქვს. ხვალ ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით. აქცია ქუთაისის მასშტაბით არნახული ღონისძიება იქნება“- განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, აქციაში არა მარტო ქუთაისელები არამედ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული მოსახლეობაც მიიღებს მონაწილეობას.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია ხვალ ქუთაისში გაიმართება.

















