შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ დარგობრივი სამედიცინო ასოციაციებისთვის მკურნალობის სტანდარტების დანერგვის შესახებ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს საკონკურსო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საგრანტო პროექტების შერჩევის პირობები დეტალურად გააცნო.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ პროფესიულ ასოციაციას შეეძლება, რომელიც საგრანტო პროექტს წარადგენს. საპროექტო წინადადებების წარდგენის ვადა 2012 წლის 1 ივლისს იწურება.
საგრანტო პროექტების შემსწავლელ კომისიაში ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიების, სხვადასხვა კლინიკებისა და სადაზღვევო ჰოსპიტალური ქსელის წარმომადგენლები იმუშავებენ.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთის მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ხოლო მეორეს მხრივ, სადაზღვევო კომპანიასა და საავადმყოფოს შორის ფინანსური ანგარიშსწორების საკითხს დაარეგულირებს.

















