საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქეთის წარმომადგენლობითი საპარლამენტო დელეგაცია მიიღო.
დავით ბაქრაძემ თურქ პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში უმასპინძლა.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები იყო.
საუბარი ეკონომიკურ და ბიზნესპროექტებს შეეხო, რომელსაც საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თურქეთი საქართველოს მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა და მასთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობას დიდი ისტორიული და კულტურული საფუძველი აქვს და ის ურთიერთნდობის პრინციპს ემყარება.

















