პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხვალ ქუთაისსში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად დასავლეთ საქართველოში უკვე გაემგზავრა.
ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„ქართული ოცნების“ აქცია ხვალ, ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლთან, ე.წ. ბალახვანის ასსაფეხურიან კიბეებთან გაიმართება.
„ქართული ოცნების“ ლიდერები მხარდამჭერებს იმერეთის რეგიონის 11-ვე რაიონიდან ელოდებიან.
აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

















