ივანიშვილის ოჯახის ახლობლის, პატიმრობაში მყოფი ზაზა კობახიძის მეუღლე დაკითხვაზე იმყოფება.
ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, მაია ადამია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გამომძიებელმა ირაკლი წულაიამ გაურკვეველი მიზეზით დაიბარა, ამ წუთებში მოდულის შენობაში იმყოფება. მას მოწმის სახით კითხავენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ადამიასთან არ უშვებენ ადვოკატს, რომელიც მოდულის შენობაში მასთან ერთად მივიდა.
ზაზა კობახიძე 2011 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ბრალი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის წაუყენეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

















