პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა
ჰილარი კლინტონმა მიხეილ სააკაშვილს „მწვანე შუქი“ აუნთო, ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ ჭორს უწოდებს. ამის შესახებ ივანიშვილი ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„მაესტროს“ ჟურნალისტთან ინტერვიუს ნაწილი „ფეისბუქის“ბიძინა ივანიშვილის გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ივანიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, მერაბიშვილის ძირითადი სამსახური სიცრუეზე აგებული, სეთური სამსახურია.
„მათ ჰყავთ სპეციალური ჭორიკნები, რომლებიც ასეთ ჭორს ავრცელებენ და ასეთი ასეულობით ჰყავთ. აი რაზეა დაკავებული და სად მიდის მოსახლეობის ფული“ - განმარტავს ივანიშვილი.
მისი თქმით, სწორედ მერაბიშვილის სეთური სამსახური ახერხებს იმას, რომ გაავრცელოს ისეთი ჭორები, თითქოს, კლინტონმა სააკაშვილს „მწვანე შუქი“ აუნთო.
„რეალურად ვინც უყურა ამ შეხვედრას და ვისაც ანალიზის უნარი აქვს, იქ ძალიან კარგად ჩანდა, რომ კლინტონმა რამდენჯერმე შეახსენა მათ, რომ სააკაშვილის წასვლის დროა და მან ხელისუფლება უნდა გადააბაროს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კლინტონის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ჩანდა, რომ ის სააკაშვილს გასაცილებლად ამზადებდა.

















