logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ეკოლოგიური სამართლის ცენტრი მთავარ პროკურატურას ცენტრის მიერ გადაგზავნილ მასალებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
ეკოლოგიური სამართლის ცენტრი მთავარ პროკურატურას ცენტრის მიერ გადაგზავნილ მასალებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
15:17 09.06.2012
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე გარემოს დაცვის სამინიტროს და მთავარ პროკურატურას ცენტრის მიერ გადაგზავნილ მასალებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
როგორც მჟავანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან ჰაერში მავნე ნივთიერებები გაიფრქვა, რომლის შედეგადაც თანამშრომლები და მოსახლეობა დაშავდნენ, იყოს მსხვერპლიც.
მისი თქმით, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“ საწარმოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 295-მუხლის მესამე პუნქტით „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება“ გათვალისწინებული დანაშაულის გამო, მასალები გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინიტროებს და მთავარ პროკურატურაში გადაგზავნა, მაგრამ მათგან რეაგირება არ ყოფილა.
„უფრო მეტიც, საწარმოს მიერ კვლავ გრძელდება მოსახლეობის მოწამვლა მავნე ნივთიერებებით, რისი დასტურიც 4 ივნისს მომხდარი ფაქტიც გამოდგება, როცა მთელი ქალაქი კვამლში მოექცა“ - აღნიშნა მჟავანაძემ.
მისი თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სამასახურიდან იმ მოქალაქეებს ათავისუფლებენ, ვინც ქარხნის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს.
„მართალია, „ჯორჯიან მანგანუმ ლიმითედის” მესვეურები აცხადებენ, რომ ღუმელებზე ფილტრები დააყენეს, მაგრამ არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას ეს ფილტრები არ შეუმოწმებია, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი შესაბამის მოთხოვნებს“ - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
მისივე ინფორმაციით, არასერტიფიცირებული მარგანეცის მადნის გადამუშავება კვლავ გრძელდება და ზესტაფონის მოსახლეობა ისევ საფრთხის ქვეშაა.
ზესტაფონის ტელეკომპანია „არგოს’’ ყოფილი ჟურნალისტის შოთა ფერაძის ინფორმაციით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან გარემოში დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებების გაფრქვევა 14 აპრილს მოხდა.
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით კი, აღნიშნულის შედეგად, დაზიანებული საამქროს რამდენიმე მუშა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე-4 საამქროს ხიდური მემანქანე გოჩა სამხარაძე კი, მავნე ნივთიერებების გაფრქვევის დროს ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა