საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.
შეხვედრა თურქეთის ქალაქ ტრაბზონში შედგა. საუბარი სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობისა და სამმხრივი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას შეეხო.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თანამშრომლობა რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას ემსახურება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ, ელმარ მემედიაროვმა და აჰმედ დავუდოღლუმ ტრაბზონის სამმხრივი დეკლარაცია გააფორმეს.
დღეს თურქეთის ქალაქ ყარსში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკური ფორუმი იმართება, რომელსაც სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები დაესწრებიან.

















