ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ თავისი ახალი კვლევის შესახებ, „განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლება, თანამედროვე მიდგომები და საქართველოს გამოწვევები“ პრეზენტაციას გამართავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაცვლად გამოცხადებული ნოემბრის თვისა, მომავალ წელს განხორციელდება.
პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შეუძლებელი იქნება ყველა იმ პირს, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში მოღვაწეობის პერიოდში კანონი დაარღვია, პასუხი მოეთხოვოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის ოპონენტები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნის მართვას სიცრუის და ძალადობის იდეილოგიით ახდენდნენ, საკუთარ სტილს არ ღალატობენ და დღესაც იგივეს აგრძელებენ.
სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში „კრეატიული ჯგუფი“ ჩამოყალიბდება, რომელიც მაკრო დონეზე განსაზღვრავს თუ რა სეგმენტზეა ინვესტირება საინტერესო საქართველოს მასშტაბით.
წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი ჩვენი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო და ამ კუთხით ნაბიჯები უკვე გადაიდგა, ვინაიდან ის სტრუქტურები, რომლებსაც სამართლიანობასთან კავშირი აქვთ მეტნაკლებად ფორმირებულია.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით უკანონო ტყით სარგებლობაზე კონტროლი გაამკაცრა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2012“ დაჯილდოების საღამო გაიმართება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა დამუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადებები დაწერეს.