სპეციალური საინვესტიციო ფონდი, რომელიც საქართველოში ახლო მომავალში ჩამოყალიბდება, ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ბიზნესმენებთან.  
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„საინვესტიციო ფონდის კაპიტალში,  ყველა მდიდარი ქართველი, ვისაც სურვილი ექნება,  მოახდენს თანხების მობილიზებას, რის შემდეგაც ეს ფონდი დაეხმარება ყველა კერძო ინვესტორს იქნება ის ქართველი თუ უცხოელი. უცხოელებისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როცა მათ აქ პარტნიორად ადგილობრივი კაპიტალი დახვდებათ. 
ნებისმიერი ინვესტორს, ვისაც აქვს საინტერესო პროექტი და განახორციელებს მინიმუმ 25 პროცენტ ინვესტიციას, ამ ფონდის სახით, პარტნიორი ეყოლება“ - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით საინვესტიციო ფონდი არ გულისხმობს მიე მიერ თვეების წინ დაანონსებულ  სოფლის მეურნეობის დახმარების ფონდთან კავშირს  და ის ცალკე ერთეული იქნება. „სოფლის მეურნეობის  ფონდის  ძირითადი მიმართულება კი  დახმარება იქნება“ - აცხადებს პრემიერი.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












