პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, განათლებისა და მეციერების სამინისტროში სისტემის დეპოლიტიზაცია მიმდინარეობს.
„ჩვენთვის უმთავრესია საქართველოს განათლების სისტემაში აღარ ხორციელდებოდეს მუდმივი რეფორმები, ხოლო რაც შეეხება მანდატურებს, მათ პედაგოგებზე კონტროლის ნაცვლად, დაცვის ფუნქცია მიენიჭებათ“ - აღნიშნა პრემიერმა.
ივანიშვილის თქმით, საქართველოში სწავლის გადასახადის გაზრდა არ იგეგმება.
„პირიქით, სახელმწიფომ გააორმაგა თავისი წილი, რაც ნიშნავს რომ სახელმწიფო უფრო მეტს გაიღებს განათლებისათვის. გაორმაგდება გრანტების რაოდენობა და სტუდენტებს ფინანსური გადასახადები ორჯერ შეუმსუბუქდებათ“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მან პირად საუბარში განათლების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს ხუმრობით მოუწოდა, რომ მოსახლეობასთან არა ფილოსოფიური, არამედ უფრო გასაგები ენით ისაუბროს, რომ საზოგადოებაში გაუგებრობა არ წარმოიქმნას.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












