საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაცვლად გამოცხადებული ნოემბრის თვისა, მომავალ წელს განხორციელდება.
„ვიზიტის გადადება ჩემი თხოვნით მოხდა და ამას ამერიკული მხარეც გაგებით მოეკიდა. ჩემმა ევროპაში ყოფნამ, დამანახა, რომ საქართველოში უამრავი საქმეა გასაკეთებელი, ჩამოსაყალიბებელია სახელისუფლებო ვერტიკალი. აქვე მინდა გითხრათ, რომ 29 ნოემბერს ამერიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრება. ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს და სხვა თანამდებობის პირებს შეხვდება“ - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება მის ვიზიტს ევროპაში, პრემიერი მას წარმატებულად აფასებს და აცხადებს, რომ ამ ვიზიტით მათ მაქსიმალური ქულების ჩაწერა მოახერხეს.
„ევროპელებს აქვთ ძალიან კარგი ინფორმაცია საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. ისინი კარგად იყვნენ ინფორმირებულნი წინა მოვლენებთან დაკავშირებითაც, ამიტომ იმ გახმაურებული დაკავებების შესახებ, რაც ჩვენს ოპონენტებს სურთ რომ პოლიტიკურ დევნად წარმოაჩინონ, საუბრისას, მათთვის რეალობის ასახსნელად დიდი ძალისხმევა არ დაგვიხარჯავს. საერთო ჯამში, ჩემი ევროპაში ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო, თუ არ ჩავთვლით იმ ოთხ დღეს, რომელიც ძალიან ძვირად დაგვიჯდა და რომელმაც განვითარების პროცესებს ხელი შეუშალა. ამიტომ ამერიკაში ვიზიტს ჩვენ მომავალ წელს დავგეგმავთ და ის სავარაუდოდ უფრო ხანგრძლივი იქნება“ - განაცხადა

















