დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა დამუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადებები დაწერეს. 
ამის მიზეზად ლევან ბაღაშვილი  „ქართული ოცნების“ მხრიდან თვითმმართველობის ორგანოზე ზეწოლასა და უზურპაციის მცდელობას ასახელებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების გადადგომის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ.
ლევან ბაღაშვილი და ნიკოლოზ შანშიაშვილი თანამდებობებს 2010 წლის ივნისიდან იკავებდნენ. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












