ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით უკანონო ტყით სარგებლობაზე კონტროლი გაამკაცრა.  
სააგენტო მიმართავს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ხე-ტყის უკანონო მოპოვებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ  კანონით გათვალიწინებული ზომები  იქნება  გატარებული.
ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2012 წლის 19-20 ნოემბერს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლენილია 15  ადმინისტაციულ სამართალდარღვევის ფაქტი. კერძოდ, ქარელის რაიონში - 7 ადმინისტაციულ სამართალდარღვევის ფაქტი, ხოლო ხაშურის რაიონში - 8 ადმინისტაციულ სამართალდარღვევის ფაქტი.
ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით,  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  66 მუხლის მე-2 პრიმა ნაწილი პირველ ეტაპზე გაფრთხილებას და გარემოზე მიღენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 500 ლარიანი ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












