საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თანამშრომლობით,
სასტუმრო  ‘’ქორთიარდ მერიოტში’’ მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოში სოციალური დიალოგისა და შრომითი სტანდარტების შესახებ“ გაიმართება.
ღონისძიება  ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით ტარდება. 
როგორც „ნიუსპრესს“ ფონდიდან აცნობეს,  კონფერენციაზე განიხილება შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული პრობლემატური  საკითხები, აქტუალური საგაფიცვო პროცესები,  კოლექტიური მოლაპარაკების პრობლემა,  საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო  ვალდებულებები და არსებული შრომითი ურთიერთობების ის ტენდენციები, რომელიც საგულისხმოა ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის  და  ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით. 
 კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო პროფკავშირების გაერთიანებების, ევროპის დამსაქმებელთა ასოციაციის, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












