საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბენილუქსისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტურ-ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გაცნობით ტურს მასპინძლობს.
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა სერგო ჯავახიძემ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება შეიტანა.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტო 30 წლის ქალბატონის გარდაცვალების ფაქტს შეისწავლის, რომელსაც საკეისრო კვეთის შემდეგ სეფსისი განუვითარდა.
ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს ამნისტია არ შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრ მუჰამად იბრაგიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო, თურქეთმა სირიის საზღვართან უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჯარისკაცები, ასევე, სარაკეტო დანადგარები და ჯავშანტექნიკა განალაგა.