logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სტამბულთან ახლოს გემზე მიტოვებულ ქართველ მეზღვაურებს ხელფასების საკითხზე ჯერ არ დაკავშირებიან
სტამბულთან ახლოს გემზე მიტოვებულ ქართველ მეზღვაურებს ხელფასების საკითხზე ჯერ არ დაკავშირებიან
14:11 30.07.2012
სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში გემზე მიტოვებულ ქართველ მეზღვაურებს ხელფასების საკითხთან დაკავშირებით გემის მფლობელი კომპანიიდან  ჯერ არავინ დაკავშირებიათ.

როგორც „ნიუსპრესს“ გემზე მყოფმა ერთ-ერთმა მეზღვაურმა მამუკა ქოჩალიძემ განუცხადა, კომპანიის წარმომადგენლებს მათთვის დღეს ხეფასებიც უნდა მიეცათ და საქართველოში დასაბრუნებლად საბუთებიც. 

„ამ დრომდე არავინ არ შეგვხმიანებია. ცოტა ხნის წინ საქართველოს საელჩოში დავრეკეთ და იქ გვითხრეს, რომ მათ კომპანიას ვადა 3 აგვისტომდე მისცეს და თუ ამ დრომდე არ გამოჩნდებიან, დამატებით ზომებს მიიღებენ“ - აღნიშნა ქოჩალიძემ.

მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა დაპირებისამებრ დღეს მეზღვაურებს წყალი და საკვებიც უნდა მიაწოდონ.

„ველოდებით, რომ საკვები და წყალი მაინც მოგვიტანონ“ - აღნიშნა ქართველმა მეზღვაურმა.

მისივე თქმით, დღესვე, მეზღვაურები გემზე კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ერთად, გემის ბერძენ მეპატრონესაც ელოდნენ.

„ტანკერზე მუშაობის დაწყების წინ კონტრაქტები გაგვიფორმეს და პირველი ორი თვე ხელფასიც გადაგვიხადეს. თუმცა, მესამე-მეოთხე თვეს აღარ მოუციათ და გვპირდებოდნენ, რომ უკრაინიდან დაბრუნებულებს თურქეთში ტვირთის ჩამოტანისთანავე მოგვცემდნენ გასამრჯელოს. ამის შემდეგ ხუთი თვე გავიდა და მეექვსე დაიწყო, რაც არავინ აღარ გამოჩენილა გემზე. მისი დატოვების უფლებაც არ გვაქვს, რადგან საბუთები კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ და თუ მათ არ დაგვიხურეს ვიზები, ხმელეთზე გადმოსვლასაც ვერ შევძლებთ“ - ყვება ქართველი მეზღვაური.

მამუკა ქოჩალიძის ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფება, საიდანაც 6 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი აზერბაიჯანის და ორიც თურქეთის, თუმცა, საქართველოს საელჩოს გარდა დანარჩენი მეზღვაურების ბედით არავინ დაინტერესებულა.

„კომპანიის საერთო დავალიანება 170 ათას აშშ დოლარს შეადგენს, აქედან, ქართველი მეზღვაურებისთვის მათ მიერ გადასახდელი თანხა 70 ათასამადეა. აზერბაიჯანის მოქალაქეებსაც ჩვენი იმედი აქვთ, რომ კუთვნილი ხელფასი მიიღონ და სახლებში დაბრუნება შეძლონ“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ქოჩალიძის თქმით, ისინი ძლიერი ნერვული სტრესის ქვეშ არიან.

სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში, ბერძნულ-ამერიკულ ფირმა „მეტმარის“ კუთვნილ ტანკერზე, რომელიც თურქებს იჯარით ჰქონდათ აღებული, უკვე სამი თვეა ეკიპაჟის 10 წევრი მიტოვებულია, მათ შორის არის 6 ქართველი მეზღვაური - ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა