logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ დროებითი მმართველობის დროს დადებული გარიგებები ბათილად ცნო
„ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ დროებითი მმართველობის დროს დადებული გარიგებები ბათილად ცნო
13:04 30.07.2012
„ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ იძულებითი მმართველობის დროს გაცემული ყველა სესხის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება  მიიღო. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართუ ბანკის“ იურისტმა მზია თოდუამ განუცხადა.

მისი თქმით, დროებითი მმართველობის დროს ბანკის მიერ 50 მლნ ლარამდე სესხის გაცემის გადაწყვეტილება უკვე გაბათილებულია, რადგან აღნიშნული გარიგება ბანკისთვის ზიანის მომტანი იყო.

„ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ბათილად გამოაცხადოს ყველა გარიგება, რომელიც დაიდო ბანკის დროებითი მმართველობის პერიოდში, საუბარია გარიგებებზე, რომლებიც ზიანის მომტანია ბანკისთვის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი შესრულების შემთხვევაში, ბანკი შეიძლება ლიკვიდობის საფრთხის წინაშე დადგეს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ თოდუამ.

მისივე განმარტებით, კომპანიებმა, რომლებმაც ბანკთან დროებითი მმართველობის დროს სასესხო ხელშეკრულებები გააფორმეს, პრეტენზიის შემთხვევაში, შეუძლიათ სამართლებრივი გზით იდავონ.

„ქართუ ბანკში“ მიაჩნიათ, რომ სამეთვალყურეო საბჭომ სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.

იურისტის თქმით, ბანკის დროებითმა ხელმძღვანელობამ სესხების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს ბანკის ინტერესების გათვალისწინებით არ იმოქმედა.
„ვფიქრობთ, რომ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ბანკის სტაბილურობის ინტერესებით კეთილსინდისიერად კი არ იმოქმედა, არამედ იმ მიზნით, რომ ბანკის საქმიანობას საფრთხე შექმნოდა და შემდეგ ამოქმედებულიყო ის ნორმები, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების შესახებ კანონით გათვალისწინებული დროებითი ადმინისტრაციის შემოყვანას. სხვა მხრივ ამას ახსნა არ აქვს“- განაცხადა იურისტმა.

„ქართუ ჯგუფსა“ და „ქართუ ბანკში“ დროებითი მმართველობა 26 ივლისს შეწყდა. მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა, საქალაქო სასამართლომ მის მიერ დანიშნულ იძულებით მმართველს ვლადიმერ უგულავას „ქართუ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ უფლებამოსილება შეუჩერა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა