logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ქართველი მეზღვაურებისთვის საკვების მიწოდების საკითხს თურქეთში საქართველოს საკონსულო გააკონტროლებს
ქართველი მეზღვაურებისთვის საკვების მიწოდების საკითხს თურქეთში საქართველოს საკონსულო გააკონტროლებს
14:38 30.07.2012
სტამბულთან ახლოს გემზე მიტოვებული ქართველი მეზღვაურებისთვის საკვებისა და წყლის მიწოდების საკითხს თურქეთში საქართველოს საკონსულო გააკონტროლებს.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ თურქეთში საქართველოს კონსულმა ზურაბ პატარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიის წარმომადგელნები დაპირდნენ, რომ მეზღვაურებისთვის სახელფასო დავალიანების დაფარვამდე ეკიპაჟის წევრებს საკვებს მიაწვდიან.

„მეზღვაურებს ჩვენთვის არ უთქვამთ, რომ საკვები და წყალი არ აქვთ. აღნიშნულ საკითხს დღესვე გადავამოწმებთ და კომპანიას მოვთხოვთ მეზღვაურების საკვებით უზრუნველყოფას“ - განაცხადა პატარაძემ.

მისივე ინფორმაციით, მეზღვაურების სახელფასო დავალიანების დასაფარად კომპანიის წარმომადგენლებს 10 დღიანი ვადა აქვთ მიცემული, რომელიც 3 აგვისტოს იწურება.

სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში გემზე მიტოვებული ქართველი მეზღვაურები კი, სახელფასო დავალიანების გასტუმრებას დღეს ელოდნენ, თუმცა, მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებიათ.

როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთმა მეზღვაურმა მამუკა ქოჩალიძემ განუცხადა, კომპანიის წარმომადგენლები ასევე დაპირდნენ, რომ ეკიპაჟის წევრებს დღეს საკვებს და წყალს მიაწვდიან.

„ტანკერზე მუშაობის დაწყების წინ კონტრაქტები გაგვიფორმეს და პირველი ორი თვე ხელფასიც გადაგვიხადეს. თუმცა, მესამე-მეოთხე თვეს აღარ მოუციათ და გვპირდებოდნენ, რომ უკრაინიდან დაბრუნებულებს თურქეთში ტვირთის ჩამოტანისთანავე მოგვცემდნენ გასამრჯელოს. ამის შემდეგ ხუთი თვე გავიდა და მეექვსე დაიწყო, რაც არავინ აღარ გამოჩენილა გემზე. მისი დატოვების უფლებაც არ გვაქვს, რადგან საბუთები კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ და თუ მათ არ დაგვიხურეს ვიზები, ხმელეთზე გადმოსვლასაც ვერ შევძლებთ“ - ყვება ქართველი მეზღვაური.

მამუკა ქოჩალიძის ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფება, საიდანაც 6 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი აზერბაიჯანის და ორიც თურქეთის, თუმცა, საქართველოს საელჩოს გარდა დანარჩენი მეზღვაურების ბედით არავინ დაინტერესებულა.

„კომპანიის საერთო დავალიანება 170 ათას აშშ დოლარს შეადგენს, აქედან ქართველი მეზღვაურებისთვის მათ მიერ გადასახდელი თანხა 70 ათასამადეა. აზერბაიჯანის მოქალაქეებსაც ჩვენი იმედი აქვთ, რომ კუთვნილი ხელფასი მიიღონ და სახლებში დაბრუნება შეძლონ“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ქოჩალიძის თქმით, ისინი ძლიერი ნერვული სტრესის ქვეშ არიან.

სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში, ბერძნულ-ამერიკულ ფირმა „მეტმარის“ კუთვნილ ტანკერზე, რომელიც თურქებს იჯარით ჰქონდათ აღებული, უკვე სამი თვეა ეკიპაჟის 10 წევრი მიტოვებულია, მათ შორის არის 6 ქართველი მეზღვაური - ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა