ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს ამნისტია არ შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრ მუჰამად იბრაგიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ეგვიპტის ყოფილი მეთაურის შეწყალებაზე ინფორმაცია მხოლოდ ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება.
ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ შესაძლოა, ამნისტია გამოაცხადოს, რომელიც 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პატიმრებს შეეხებათ, მათ შორის 84 წლის მუბარაქს.
მიმდინარე წლის 2 ივლისს სასამართლომ ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, რომელსაც ბრალი მშვიდობიანი მანიფესტანტებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაში ედება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ დროისთვის, მუბარაქი ციხიდან სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

















