logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიგა ლიპარტელიანმა ივანიშვილზე წიგნი გამოსცა
გიგა ლიპარტელიანმა ივანიშვილზე წიგნი გამოსცა
12:56 30.07.2012
პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა გიგა ლიპარტელიანმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე ბიძინა ივანიშვილზე წიგნი - „სიმართლე, რომელიც  ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს“ გამოსცა.

ლიპარტელიანის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი „დამზადებულია რუსეთში საბჭოთა კავშირის რეცეპტით“.

როგორც ლიპარტელიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ივანიშვილზე წინგის დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ გაიგო.

მისი თქმით, წიგნში აღწერილია ივანიშვილის დანაშაულებრივი სამქიანობა და ამის კონკრეტული ფაქტები.

„1994 წელს ქართველი კანონიერი ქურდის ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს და საბანკო მოღვაწეობასთან. მე, ამ წიგნის დაწერას არ გადავწყვეტდი, რომ მას ფულით ათასობით ადამიანი არ გაესულელებინა. ჩემი მიზანია ქართველმა ხალხმა ივანიშვილზე სრული სიმართლე იცოდეს“ - აღნიშნა ლიპარტელიანმა.

მისი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ ლიდერზე წიგნის გამოცემა არცერთი პოლიტიკური ძალის დაკვეთით არ მომხადარა.

„იმ შემთხვევაში თუ, ვინმე დამაბრალებს, რომ ივანიშვილზე წიგნი ვინმეს დაკვეთით დავწერე, მას სასამართლოში მოუწევს ცილისწამებაზე პასუხისგება“ - აცხადებს პოლიტოლოგი.

ამასთან, ლიპარტელიანმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა და კანონის მიღება მოითხოვა, რომელიც რუსეთიდან ფულის შემოსვლას შეეხება.

„პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დაფინანსებას რუსეთიდან მიიღებენ დაჯარიმდნენ და საქმიანობა საერთოდ აეკრძალოთ“ - მიაჩნია ლიპარტელიანს.

მისივე თქმით, მსოფლიოს რუკაზე ვერავინ იპოვის სახელმწიფოს, სადაც პოლიტიკური ძალები ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსული ფულით ფინანსდებიან.

ამასთან, ლიპარტელიანი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავს, რომლის სახელწოდებაც იქნება - “დამზადებულია რუსეთში საბჭოთა კავშირის რეცეპტით“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა