პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები თელავის მოსახლეობას ხვდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსამსახურში
განუცხადეს, თელავის შემდეგ ლიდერები და კახეთის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თელავის რაიონის სოფლებშიც ჩავლენ და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნობიან.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი სესიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი და მაჟორიტარი კანდიდატები კახელებს საარჩევნო პროგრამასაც გააცნობენ.
კოალიციის ლიდერები კახეთში შეხვედრებს მთელი კვირის განმავლობაში გააგრძელებენ.

















