09.00 საათზე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია:  “ევროკავშირის, ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა მეცნიერების, ტექნოლოგიების განვითარების და ინოვაციების სფეროში საზოგადოებრივი  გამოწვევების საპასუხოდ: პრიორიტეტები, ნაირსახეობა და სინერგია პოლიტიკასა და საშუალებებს შორის” გაიმართება. 
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
11.00 საათზე - სააპელაციო სასამართლო გააგრძელებს „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელის განხილვას „დარიალი ჰესთან“ დაკავშირებით
13.00 საათზე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი  დავით კირვალიძე, შვეიცარიის ელჩი საქართველოში, დოქტორი გუნტერ ბეხლერი და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონული დირექტორი, დოქტორი რუდოლფ შოხი ერთობლივი პრესკონფერენციას გამართავენ. 
მის: სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  მარშალ გელოვანის გამ. 6
13.00 საათზე -  იუსტიციის სამინისტროში ახალი პროექტის - e-Democracy პრეზენტაცია გაიმართება.
მის: გორგასლის 24 ა, იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა
13.00 საათზე - თელავში, სასტუმროში ,,რჩეული მარანი“   საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი ზვიად კორძაძე და ეთიკის კომისიის წევრი ირაკლი კორძახია ადვოკატებთან შეხვედრებს გამართავენ.
14:00 საათზე - “მაესტროს” პრესკლუბის სტუმრები ვეტერანთა და ომის
მონაწილეთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე ნოდარ ცოტნიაშვილი და ადვოკატი რობიზონ პაპიძე იქნებიან.
თემა: ვეტერანთა სოციალური პირობები და ფინანსური კომპენსაციის საკითხი