logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის მიმართ ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის მიმართ ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
12:42 13.11.2012
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი კალანდაძის მიმართ წაყენებული ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს,

რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:  „საქართველოს მთავარი პროკურატურა, როგორც ცნობილია, ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის მიმართ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით 2012 წლის 12 ნოემბერს გამოვლინდა შემდეგი:
2010 წლის 16 თებერვალს, გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა იმ მიზეზით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განცხადეს დილის ვარჯიშზე.

2010 წლის 18 თებერვალს, ღამით, დაახლოებით 02-03 საათზე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც იმჟამად საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, აღნიშნული პირები, მათი დასჯის მიზნით, ქალაქ თბილისიდან სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ადგილზე ჩასულ სამხედრო მოსამსახურეებს, სხვა სამხედრო პირებთან ერთად, დახვდა ბაჩანა ახალაია და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი გიორგი კალანდაძე.

ბაჩანა ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა, სენაკში ჩაყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ორ ოცმეთაურთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, ისინი გააშიშვლეს წელს ზევით და დაახლოებით ერთი საათის მანძილზე სიცივეში არბენინეს.

ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტეს ამავე ბრიგადის აბანოში, დაუყენეს მათ გუშაგები, გამოურთეს გათბობა და გაუსაძლის სიცივეში ამყოფეს 3 ღამისა და 2 დღის განმავლობაში, 2010 წლის 20 თებერვლამდე. აბანოში სადაც ჯარისკაცები იყვნენ ჩაკეტილები, არ იყო საწოლები, ლეიბები, პლედები და სკამები, რის გამოც მათ ეძინათ ცივი მეტლახის ფილებზე. თავისუფლების უკანონო აღკვეთის პარალელურად, დაახლოებით 36 საათის მანძილზე, ჯარისკაცების არ მიეწოდებოდა საკვები.
აღნიშნული ქმედებით ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა - ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე) და 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით (წამება - ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე) გათვალისწინებული დანაშაული.
ბაჩანა ახალაიას ზემოაღნიშნული ქმედებით დარღვეულ იქნა ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა).

გიორგი კალანდაძემ, რომელმაც სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჯარისკაცებს ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

ჩადენილ დანაშაულთა გამო, ბაჩანა ახალაიას და გიორგი კალანდაძეს 2012 წლის 12 ნოემბერს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევისათვის.
ბაჩანა ახალაიასა და გიორგი კალანდაძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია 17-ვე სამხედრო მოსამსახურისა და 2 ოცმეთაურის ჩვენებით და სხვა მოწმეთა დაკითხვის ოქმებით.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა