logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
"დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება
"დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება
16:28 13.11.2012
სააპელაციო სასამართლო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელის განხილვას, რომელიც საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, ხვალ განაახლებს.

გადაწყვეტილებით, არასათავრობო ორგანიზაციას უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

როგორც „ნიუსპრესს“ „მწვანე ალტერნატივადან“ აცნობეს, საქმე ეხება „გარემოს დაცვის მინისტრის მიერ კანონის უხეში დარღვევით გამოცემულ ბრძანებას, რომლითაც მდინარე თერგზე „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა. გარემოს დაცვის სამინიტრომ არ უზრუნველყო „მწვანე ალტერნატივას“ ჩართვა ჰესის მშენებლობის პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გასაჩივრებული ბრძანების თანახმად,
გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა პროექტზე,რომელიც ითვალისწინებდა ჰესის მშენებლობისათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებში არსებული ტერიტორიის (2.64 ჰა) გამოყენებას“ - ნატქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, „დარიალი ჰესის“ პროექტი ითვალისწინებს 11 კილომეტრიანი ხეობის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარე თერგის წყლის 90 პროცენტის სადერივაციო მილში, ხოლო შემდეგ სადერივაციო გვირაბში გადაგდებას. „ამგვარად განხორციელებული პროექტი რადიკალურად შეცვლის ხეობის ლანდშაფტს და გამოიწვევს მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურულ-ეთნოგრაფიული და ტურისტული ფასეულობის დაკარგვას. პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში ამ პოპულაციის გაქრობას“ - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატიანი „დარიალი ჰესის“ მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში კომპანია „დარიალ
ენერჯიმ“ დაიწყო. მშენებლობა 2014 წლის 19 მაისს უნდა დასრულდეს. პროექტი საქართველოს მთავრობასა და „დარიალ ენერჯის“ შორის 2011 წლის 19 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა