საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 000 მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს.
100 000 ქართველი მოწამე ჯალალედინის ბრძანებით ხვარაზმელების მიერ სარწმუნოების მიცემისთვის XII-ე საუკუნეში აღესრულენ. მოწამეებს მეტეხის ხიდზე უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაწყოფა უბრძანეს, ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
უწმინდესის კურთხევით და საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ ორგანიზებით, დღეს მეტეხის ხიდისკენ მსვლელობები მოეწყობა. დიდუბის პანთეონიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით მსვლელობა 14:00 საათზე, მეტრო ისნიდან და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ერთდროულად - 15:00 საათზე დაიწყება.
პატრიარქი ასი ათასი ქართველი მოწამის სახელზე საზეიმო პარაკლისს აღავლენს.
პარაკლისი 17:00 საათზე დაიწყება და დასრულების შემდეგ მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილებს ჩაყრიან. პარაკლისის დაწყებამდე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ქართული ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები მიიღებენ.

















