რკინიგზის თავისუფალი პროფკავშირი, მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელის,
ირაკლი ეზუგბაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
„ 2011 წლის 21 მაისს ფინანსური პოლიციის რევიზორის თენგიზ წიკლაურის მიერ პროკურატურაში შეტანილი იქნა განცხადება „საქართველოს რიკინიგზაში“ აღმოჩენილი მრავალმილიონიანი დარღვევების საქმეზე სისხლის სამართლის მოკვლევის დაწყების შესახებ. აღიძრა საქმე ნომრით: 9205728, თუმცა გამოძიება მალევე შეწყდა ისე, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. საქმე შეეხება შპს „საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელი ხელმძღვანელების კორუფციულ საქმიანობას. როგორც ფინანსურმა პოლიციამ დაადგინა, გაფლანგულია 100 მლნ ლარზე მეტი. ირაკლი ეზუგბაია და მასთან დაახლოებული პირები თანხებს იტაცებდნენ კორუფციული ტენდერების, ობიექტების მიზერ ფასებში გასხვისების და სხვა ამგვარი მაქინაციების გზით“ - ნათქვამია რკინიგზის ტავისუფალი პროფკავსირების ინფორმაციაში.
პროფკავშირი საქმის ხელახალი აღძვრის მოთხოვნით მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს განცხადებით მიმართავს.
მათივე თქმით, „ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, საქმის სრულფასოვანი გამოძიება მოხდება და დამნაშავეები საკადრისად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.“

















