ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხვალ საერთაშორისო კონფერენცია “ევროკავშირის, ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა მეცნიერების, ტექნოლოგიების განვითარების და ინოვაციების სფეროში საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ:
პრიორიტეტები, ნაირსახეობა და სინერგია პოლიტიკასა და საშუალებებს შორის” გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი სულხან სისაური, ასზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი და მეცნიერების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ჩართული პირი. მათ შორის სამოცდაათამდე უცხოელი სტუმარი ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან.

















