ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოში ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული დაკავებების შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა.
„არჩევნები უკვე დასრულდა, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად გარდამავალ პერიოდში იმყოფება. შესაძლებელია ამ პერიოდში არჩევნებისათვის დამახასიათებელი რიტორიკა ვიხილოთ. ნებისმიერი ადამიანის დაკავებისას ჩვენ გვიჩნდება სურვილი, რომ პროცესი წარიმართოს სამართლის სრული მოთხოვნით და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით. ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით. „ნატო“-სთვის მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ მართავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მთავრობამ და პრეზიდენტმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რათა იქნეს შერჩეული ისეთი პირი, რომელიც ნდობით გამსჭვალული იქნება და სათანადოდ წარუძღვება ამ საქმიანობას. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები საქართველოს მთავრობასთან ამ თემაზე და ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. მნიშვნელოვანია, რომ ამით არ მოხდეს პოლიტიკური ქულების დაწერა“ - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

















