“ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისათვის (ALDE Party) წევრი გახდა. ეს გადაწყვეტილება ევროპელმა ლიბერალებმა დუბლინში მიღეს.
ირლანდიასი მიმდინარე კონგრესს ”ჩვენი საქართველო- თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულებელი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” გავხდით ევროპული
ლიბერალური ოჯახის ნამდვილი წევრები, ჩვენთვის მთავრი ღირებულება იოყო და
იქნება ადამიანი, მისის პიროვნული თავისუფლება და კანონის უზენაესობა” - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანი თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებს რაც ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ პარტიული თანამდებობა დატოვა.

















