ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ღრმარელე-ვაზისუბნის წყალსადენის გვირაბზე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო,
14 ნოემბრის 00:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ილურიძის, ლომთათიძის, ჯავის, ურიდიას, ხუდადოვის, მარუაშვილის, სამშვილდის,სამურზაყანოს, აფხაზეთის, აჭარის, აგარის, ცხრა ძმის, გუჯარეთის, მელაანის, ავლაბრის,აწყურისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. ასევე სვანეთის უბანს, კუკიას, ლოტკინის, ელიას, ავლაბრისა და მეტრომშენის დასახლებებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”- დან აცნობეს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყლის მიწოდების ხანგრძლივობა შეუმცირდება ვაზისუბნის დასახლებას, მოსკოვის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებს.
პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები დღეს საღამოდან შეუდგებიან.

















