logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი: „ქართველი ხალხისა და საქართველოს საქმე არ უნდა დაზარალდეს ვინმეს გამოუცდელობის ან გაურკვეველი ზრახვების გამო“
მიხეილ სააკაშვილი: „ქართველი ხალხისა და საქართველოს საქმე არ უნდა დაზარალდეს ვინმეს გამოუცდელობის ან გაურკვეველი ზრახვების გამო“
15:39 13.11.2012
ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე შეშფოთება გამოთქვა საქართველოს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების გამო, საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა.

„ამ წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, არ მახსოვს ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ კრიტიკული ტონი. ასეთი კრიტიკული ტონი, ზოგადად, რომელიმე ქვეყნის მიმართ იშვიათად თუ მახსოვს. მიმაჩნია, რომ ეს იძლევა დაფიქრების საფუძველს. გენშტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის დილის 6 საათზე თავდაცვის მინისტრის კაბინეტში დაკავება, რომელსაც შემდგომ დაკავებების მთელი სერია მოჰყვა, იმ პირობებში, როდესაც ამდენი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ჩამოსაყვანად, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმით დასრულდა, რომ ეს ვიზიტი ჩაიშალა. მე ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივანს იმის თაობაზე, რომ, იქნებ, გაზაფხულზე მაინც მოვახერხოთ მათი აქ შეკრება. დეკემბერში იქნება ნატო-ს მინისტერიალი და მთავარია იქ მაინც მივაღწიოთ გარკვეულ პროგრესს. თუკი მაპ-ს არ მოგვცემენ - არ ვიცი ამ ვითარებაში როგორ შეიძლება ამის მიღწევა, პროგრესის სიგნალი მაინც უნდა წამოვიდეს. როდესაც გენშტაბის უფროსი გამოუშვეს, იგი სპეციალურად მოვიწვიე და ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ მივეცი შანსი, ეს ინციდენტი უკან მოგვეტოვებინა იმ იმედით, რომ ყველაფერი არ ჩაიშლებოდა. სამწუხაროდ, მათ ეს შანსი არ გამოიყენეს. ვფიქრობ, ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ ეს საკითხები არ არის მთავრობისა და პრეზიდენტის კინკლაობის საგანი. ჩვენი უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი პერსპექტივისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მიებას ამ სამხედრო ალიანსს. არ შეიძლება, რომ ეს პოლიტიკური დაპირისპირების ასპექტში გადავიტანოთ, რადგან ამით ჩვენ ქვეყანას დავაზარალებთ. იმედია, ახალი მთავრობა ამას არა შეგნებულად კი არ აკეთებს, არამედ გამოუცდელობით მოსდის. ალბათ, შეიძენენ გამოცდილებას უცხოური ვიზიტებით - ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ვიზიტებს უცხოეთში. ვფიქრობ, ეს ბევრ საკითხთან დაკავშირებით იქნება მათთვის ინფორმაციის მიმცემი და სასარგებლო. ამით მთავრობის თითოეული წევრი საქართველოს ინტერესებს კიდევ უფრო ნათლად დაინახავს. ეს შეეხება საერთაშორისო პოლიტიკასაც და შიდა პოლიტიკასაც. მას შემდეგ, რაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ამ ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, ჩემი გზავნილი მაინც იყო ის, რომ ამან არ უნდა შეაჩეროს საქართველოს წინსვლა ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მთავრობები საქართველოში შეიცვლება, შეიცვლებიან პრეზიდენტებიც, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა შევიდეთ ნატოში. ამ არჩევნებითა და ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარების პროცესით ჩვენ გვქონდა შანსი, გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა და დეკემბერში ნახტომი გაგვეკეთებინა წინ. არ მესმის რა საჭირო იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. გენერალურ მდივანთან საუბრისას, აღვნიშნე, რომ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად უნდა გაიმართოს მინისტერიალი - ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა მინისტრების დონეზე. გარკვეული სახის პროგრესს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. სამხედრო კომიტეტი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, იქნება საკითხები, რომლებსაც პასუხი გაეცემა, მაგრამ ქართველი ხალხისა და საქართველოს საქმე არ უნდა დაზარალდეს ვინმეს გამოუცდელობის ან გაურკვეველი ზრახვების გამო“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა