საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბელგიაში დაიწყო. როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,
ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს სხვადასხვა დონეზე გამართავს, მათ შორის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან. კარნეგის ცენტრში სააკაშვილი სიტყვითაც გამოვა.
ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს მიმოიხილავს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
ბელგიის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილი პრაღიდან გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

















