11.00 საათზე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
13.00 საათზე - ახალციხეში, სასტუმროში ,,ლომსია“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ზვიად კორძაძე და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ადვოკატებთან შეხვედრებს გამართავენ.
14:00 საათზე - “მაესტროს” პრესკლუბის სრუმარი განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იქნება.
14:00 საათზე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ხელოვნების აკადემიის კლასიკური მუსიკის მე-3 ეროვნულ კონკურსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
16.00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის წერილთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
20:00 საათზე, „თბილისი მოლში“ ცნობილი ბრიტანული ბრენდის Marks & Spencer პირველი მაღაზიის პრეზენტაცია გაიმართება.